20.05.2024 | 02:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
„ქართული ოცნების“ ბუნდოვანი მომავალი კობახიძის მეთაურობით [ვიდეო]

პარტიის თავმჯდომარის რანგში ირაკლი კობახიძე საქმიანობას დღეს შეუდგა. ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრემ, რომელსაც არც პოლიტიკური წონა აქვს და არც პოლიტიკური ავტორიტეტი, საზოგადოებას მკვახე გამონათქვამებით და სკანდალური გადაწყვეტილებების გახმოვანებით დაამახსოვრა. ყრილობაზე მხარი დაუჭირეს, მედიასთან დადებითად შეაფასეს, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები კულისებს მიღმა აღიარებს თუ არა გუნდი ახალი თავმჯდომარის იდეებს და დაემორჩილება თუ არა დირექტივებს, ჯერჯერობით უცნობია. საიდუმლო აღარავისთვის არის, რომ კლანებად დაყოფილ "ქართულ ოცნებაში" გავლენების გადანაწილების პროცესს მწვავედ განიცდიან. 

 

იქნება თუ არა "ქართული  ოცნების" ეს ახალი კონფიგურაცია სასიკეთო უკეთესი   პოლიტიკური პროცესების დასაწყისისთვის  მმართველ გუნდში არ საუბრობენ. უმრავლესობის წევრები თავს და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ კობახიძე ივანიშვილის ღირსეული მემკვიდრეა და მან პარტიის ლიდერობა დაიმსახურა.

 

რამდენიმე თვეში ბიძინა ივანიშვილის მიერ მემკვიდრეობად დატოვებულ პოლიტიკურ იმპერიას, პოლიტიკური ველიდან გაქრობას უწინასწარმეტყველებენ ოპოზიციაში. "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ კობახიძისთვის ჩაბარებული საქმე კრახით დასრულდება.

დღის გადაცემები