20.05.2024 | 05:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ქართული ოცნების რეგლამენტი და უფუნქციო ოპოზიცია [ვიდეო]

ქართული ოცნების რეგლამენტი და უფუნქციო ოპოზიცია. მართალია,  მმართველ ძალას ოპონენტები ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა, სინამდვილეში პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში საზოგადოების მიერ დაკისრებულ მოვალეობას ისედაც ვერ შეასრულებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბრობენ ანალიტიკოსები.

 

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდი ჩანიშნული ჯერ კიდევ არ არის, ქართული ოცნება კი ოპონენტებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ ისევ მოუწოდებს. თანაც მმართველ გუნდში არგუმენტად საზოგადოების ნებას ასახელებენ. საზოგადოების ნება მრავალპარტიული პარლამენტი იყო, სადაც მათ სათქმელს დეპუტატები გააჟღერებდნენ და მაღალი ტრიბუნიდან მათთვის საჭირო საკითებზე იმსჯელებდნენ. 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგად და ახალი რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში საზოგადოების მიერ დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებდნენ.

 

პარლამენტში პოლიტიკური პარტიებისა და  დეპუტატების   უფლებებს  რეგლამენტი არეგულირებს. დოკუმენტში კი  ბოლო ცვლილებები მეცხრე მოწვევის პარლამენტში შევიდა და  მეოცნებე ხელისუფლების ახირების  გამო საპარლამენტო საქმიანობაც  გართულდა.  საკითხი უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს   შედარება "პატრიოტთა ალაინსის" მაგალითზეა შესაძლებელი.  აღნიშნული პარტია თუ  მეათე მოწვევის პარლამენტში შევიდოდა   იმ  უფლებების ნახევარიც არ ექნებოდა, რაც მაგალითად 2016-2020 წლებში ჰქონდა. 

 

დღის გადაცემები