20.05.2024 | 03:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "მზად ვართ, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ისევ ოპოზიციას დავუთმოთ - ჩვენი ვალდებულებაა ომბუდსმენის თანამდებობაზე არაკეთილსინდისიერი ადამიანი გიორგი ბურჯანაძე ან ანა აბაშიძე არ აირჩიონ"

მზად ვართ, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ისევ ოპოზიციას დავუთმოთ - თუ ისეთ კანდიდატებს წარმოადგენენ, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, ჩვენ სათანადო მიდგომა გვექნება, - აღნიშნული განცხადება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე არაკეთილსინდისიერი ადამიანი გიორგი ბურჯანაძე ან ანა აბაშიძე არ აირჩიონ, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აგინებდა".

კობახიძის ინფორმაციით, ომბუდსმენის არჩევის თემაზე პარლამენტში კონსულტაციები განახლდება.

მან იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციების საფუძველზე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ახალი სახალხო დამცველის არჩევას შეძლებენ.

"მთავარია, რომ ოპოზიციამ მინიმალური კონსტრუქციული მიდგომა აჩვენოს. ჩვენ ანალოგიური მიდგომით ვიმოქმედებთ - მზად ვართ, კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ისევ ოპოზიციას დავუთმოთ, ოღონდ მათ სათანადო კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელონ და გიორგი ბურჯანაძე ან ანა აბაშიძე არ უნდა წარმოადგინონ, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებს პირდაპირ აგინებდა, ხოლო მეორე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა იმ აქციებში მონაწილეობისკენ, რომელიც ხელისუფლების გადატრიალებას ითვალისწინებდა. თუ ასეთი კანდიდატურები წარმოდგენილი არ იქნება, ამ შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევის რესურსი არსებობს. კონსტიტუციაში წერია, რომ სახალხო დამცველი მინიმუმ 90 დეპუტატს უნდა მოსწონდეს. ამ 90 დეპუტატიდან უმრავლესობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. სახალხო დამცველი უნდა მოგვეწონოს ჩვენც და არა მხოლოდ ოპოზიციას. თუ ეს არის ჩარევა, მათ კონსტიტუცია ვერ წაუკითხავთ. ის, რომ სახალხო დამცველი უმრავლესობასაც უნდა მოსწონდეს, ეს ჩარევა არ არის! - 90 ხმიდან, რაც სახალხო დამცველის ასარჩევად არის საჭირო, 83 ხმა არის ჩვენი. რა თქმა უნდა, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაში ვერევით - ეს წერია კონსტიტუციაში და კონსტიტუცია გვავალდებულებს ამ პოსტზე არასათანადო ადამიანი არ შევარჩიოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის გადაცემები