16.08.2022 | 22:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიებზე ყველა კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი

2022/2023 წლების სეზონში, ისტორიაში პირველად გრან პრის სერიებზე საქართველო ყველა კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საფრანგეთის ეტაპზე, რომელიც 4-6 ნოემბერს გაიმართება, ქართული სპორტული წყვილი კარინა საფინა/ლუკა ბერულავა იასპარეზებს.

11-13 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის ეტაპზე გამოვლენ: სპორტული წყვილები: ანასტასია მეტელკინა/დანიილ პარკმანი; ერთეული კაცები: მორის ყვითელაშვილი; ერთეული ქალები: ანასტასია გუბანოვა; სპორტული ცეკვა: მარია კაზაკოვა/გიორგი რევია

იაპონიის ეტაპზე, 18-20 ნოემბერს, ერთეულ კაცებში ნიკა ეგაძე იასპარეზებს, 25-27 ნოემბერს, ფინეთში კი
კარინა საფინა/ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა/დანიილ პარკმანი, მორის ყვითელაშვილი და ანასტასია გუბანოვა გამოვლენ.

დღის გადაცემები