28.11.2022 | 19:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რაფაელ გროსი: "ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება"

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.

გროსის თქმით, მოლაპარაკებები წინ მიიწევს, მაგრამ "ეს არის აქტიური საბრძოლო ზონა, ამიტომ შეთანხმებული პარამეტრების მიღწევა არც ისე ადვილია".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, შეხვედრები გამართა როგორც თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

"ორივესთან მაქვს კონსულტაციები. არ დავეთანხმები შეფასებას, რომ პროგრესს არ ვაღწევთ, ვფიქრობ, გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ძალიან რთულია. ეს არის ომი. ეს არის ნამდვილი ომი და დაცვის ზონა, რომელსაც მე ვთავაზობ, არის ზუსტად ფრონტის ხაზზე. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნის გაგრძელება არ შეიძლება", - აღნიშნა რაფაელ გროსიმ.

დღის გადაცემები