26.04.2024 | 11:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთმა საკუთარი ბირთვული აქტივობების, მათ შორის სარაკეტო გამოცდის შესახებ, აშშ-ისთვის ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა

რუსეთმა საკუთარი ბირთვული აქტივობების, მათ შორის სარაკეტო გამოცდის შესახებ, აშშ-ისთვის ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა.

ინფორმაციას მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, სერგეი რიაბკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"შეტყობინებები საერთოდ არ იქნება. ყველა სახის შეტყობინება, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ყველა აქტივობა შეჩერდება და არ განხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია შეიძლება დაიკავოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა", - განაცხადა რიაბკოვმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი "ახალი სტარტის" სახელით ცნობილ ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებას ტოვებს.

დღის გადაცემები