25.04.2024 | 10:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
„პოლიტიკო“ - აშშ-მა ევროპაში ნატო-ს სამხედრო ბაზებზე განახლებული ბირთვული ავიაბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა

აშშ-მა ევროპაში ნატო-ს სამხედრო ბაზებზე განახლებული ბირთვული ავიაბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა, – ამის შესახებ ინფორმაციას "პოლიტიკო" აშშ-ის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, განახლებული "ბი61-12" გრავიტაციული ავიაბომბის განთავსება თავდაპირველად მომავალი წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, ახლა კი მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგემება.

როგორც "პოლიტიკო" წერს, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ძველი შეიარაღების განახლებას აშშ-სა და მოკავშირეების ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების პოტენციური გამოყენების მიზნით.

"ეს ხდება იმ დაძაბულობის ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. აშშ-ის პროგრამა მიზნად ისახავს შეცვალოს რამდენიმე ადრინდელი ვერსია, მათ შორის 100-მდე ბომბი, რომლებიც ინახება გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების და თურქეთის საჰაერო ბაზებზე", – წერს "პოლიტიკო".

დღის გადაცემები