25.04.2024 | 01:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბირთვული ომის საფრთხე არ უნდა არსებობდეს - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს. ასე შეაფასა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მან მოუწოდა მხარეებს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაჭრას მიაქციონ ყურადღება და სიტუაციის დეესკალაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გაიხსენეს ბირთვული ქვეყნების მიერ 2022 წლის იანვარში გაკეთებული ერთობლივი განცხადება ბირთვული ომში გამარჯვების მიღწევის შეუძლებლობის შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის არდაშვება და სტრატეგიული რისკების შემცირება.

ცნობისთვის 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის საცავი შეიქმნება. მისი მშენებლობა ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. პუტინის თქმით, მოსკოვი ამას აშშ-ის მსგავსად აკეთებს, რომელსაც ევროპის ქვეყნებში ბირთვული იარაღი აქვს განთავსებული. ევროპის სახელმწიფოებმა ისინი "ბირთვულ შანტაჟში" დაადანაშაულეს.
დღის გადაცემები