18.08.2022 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
წყალბურთი: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის გუნდი დაამარცხა და საუკეთესო ათეულში ადგილი გაინაღდა.
დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მერვედფინალურ ეტაპზე ხორვატიასთან მარცხის შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრები დიდი ანგარიშით - 20:7 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იაპონიის ნაკრებს მეცხრე ადგილისთვის დაუპირისპირდება.
სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ ქართველი წყალბურთელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, რაც საწყის წუთებშივე აისახა. პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ მატჩს ტრიბუნებიდან აკვირდებოდნენ იაპონიის ნაკრების წყალბურთელები, რომლებმაც მანამდე ავსტრალია (15:7) დაამარცხეს და მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოსთან 1 ივლისს ითამაშებენ.
ამასთან, უკვე გაირკვა მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი საუკეთესო ნაკრები, რომლებიც მედლებისთვის იბრძოლებენ. ნახევარფინალში საბერძნეთი იტალიას, ხოლო ესპანეთი და ხორვატიას შეხვდება.
დღის გადაცემები