26.04.2024 | 04:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
71 წლის ასაკში, მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა [ვიდეო]

71 წლის ასაკში, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მსახიობმა, აქტიური თეატრალური ცხოვრება დაიწყო. მარინა ჯანაშიამ გამორჩეული სახეები შექმნა სპექტაკლებში „ანტიგონე“ , „რომეო და ჯულიეტა“ , „ქალის ტვირთი“, „ანა ფრანკის დღიური“, „კავკასიური ცარცის წრე“ , „მოხუცი ჯამბაზები“ და სხვა.  გარდა თეატრისა, მსახიობს დაუვიწყარი როლები აქვს ნათამაშები ფილმებში: „კუკარაჩა“ , „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „მშვიდობით ქალბატონო“ და სხვა. 

დღის გადაცემები