25.04.2024 | 06:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს [ვიდეო]

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი,  მწერალი და მოქანდაკე, რეზო გაბრიაძეს  დღეს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ანჩისხატში გამართულ პანაშვიდზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რეჟისორის გულშემატკივრები იმყოფებოდნენ. რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში  მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. ის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი,  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ. მისი უკანასკნელი, ავტობიოგრაფიული ანიმაციური ფილმი, "ჰარი- ჰარალე, დედაო!" ოსკარზე იყო წარდგენილი.

დღის გადაცემები