25.04.2024 | 23:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კულტურის სამინისტრომ „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დააფუძნა [ვიდეო]

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დააფუძნა. კონკურსის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კონკურსს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჩაატარებს. სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 65 000 ლარს შეადგენს. მისი მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა. კონკურსი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს შესაბამისი წლის 15 დეკემბრისა.

დღის გადაცემები