23.04.2024 | 23:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს კულტურისა  და  სპორტის  სამინისტრო 8  ახალ  კონკურსს აცხადებს [ვიდეო]

საქართველოს კულტურისა  და  სპორტის  სამინისტრო 8  ახალ  კონკურსს აცხადებს. სხვადასხვა მიმართულებების  ხელშეწყობის მიზნით  დაგეგმილ პროექტებზე დღეს, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, თეა წულუკიანმა ისაუბრა. მისი თქმით,  ამჯერად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები,  „ხელოვანთა სასტიპენდიო, სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობას, იშვიათობად ქცეული და სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლებას, „ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებულ კვლევებს“, „ქართული კინოსა და თეატრის პრობლემების დადგენას და კიდევ სხვა მიმართულებებს მოხმარდება.  კონკურსი სამინისტრომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბერს ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან წარმოდგენილი პროექტები არ იძლეოდა კონკურსის მიზნების სრულყოფილად განხორციელების საშუალებას. შესაბამისად, სამინისტრო ამ კონკურსს დღეს მეორედ აცხადებს.

დღის გადაცემები