20.04.2024 | 03:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა [ვიდეო]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ანთიძის განცხადება წასვლის თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა თეა წულუკიანმა. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. ნიკოლოზ ანთიძე საყდრისის საქმის ფიგურანტია.ის  საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის  მოთხოვნით გამოდიოდა.  2009-2011 წლებში იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. 2011-2013 წლებში კი  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

დღის გადაცემები