26.04.2024 | 13:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალუდა ღუდუშაური: "როდესაც ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონზე გვექნება სრულყოფილი და ოფიციალური ინფორმაცია, ამის შემდეგ გადაიდგმება სამომავლო ნაბიჯები"

"როდესაც ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონზე გვექნება სრულყოფილი და ოფიციალური ინფორმაცია, ამის შემდეგ გადაიდგმება სამომავლო ნაბიჯები,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

"ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები გვესმის დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ ჩვენ რაც ამ დროს უნდა გაგვეკეთებინა, ყველაზე გონივრული იქნებოდა ის, რაც ახლა გავაკეთეთ - მივმართეთ ოფიციალური კითხვით ვენეციის კომისიას. როდესაც ჩვენ გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია და ოფიციალური დასტური, თუ რა რეალობაა ამ კანონთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამის შემდეგ გვექნება სამომავლო ნაბიჯები", - აღნიშნა ღუდუშაურმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

„ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა და შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით".

დღის გადაცემები