18.04.2024 | 11:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში კოვიდ-19 ჯამში   211 პაციენტმა დაამარცხა

ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში კოვიდ-19 ჯამში   211 პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე  6538-ია.  ინფიცირებულთა რაოდენობამ კი  წინა დღეებთან შედარებით იკლო. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით დღეის მონაცემებით ეპიდვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მარინა ენდელაძე მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

გამოჯანმრთელებულთა მზარდი სტატისტიკა შეინიშნება აჭარაში. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან ინფიცირებული 174 პაცინეტი გამოჯანმრთელდა. აჭარის კოვიდ ცენტრებში ამჟამად  521 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. შავიზღვისპირეთში დასნებოვნებულთა უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, რის გამოც მკურნალობას 1000-ამდე პირი ბინაზე ექმიების მეთველყურეობის ქვეშ აგრძელებს.

დღის გადაცემები