25.04.2024 | 23:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დღეს, კორონავირუსით  313 ადამიანი გამოჯანმრთელდა

დღეს, კორონავირუსით  313 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ვითარება საყურადღებოა თბილისში. მარინა ენდელაძე მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.


დღეს, აჭარაში 250 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და covid-სასტუმროებიდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა.



სრული მონაცემებით კოვიდ - 19-ით 5866  ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია, რაც საერთო ინფიცირების 50%- ია. 

დღის გადაცემები