19.04.2024 | 23:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვაქცინის შემოტანის პროცესი საქართველოში [ვიდეო]

მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციის  ფარგლებში ვაქცინაციის დაწყების პირობებზე ისაუბრეს.

 

"ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდ დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა. მას დამატებითი ინვესტიცია ნებისმიერი ტემეპერატურის რეჟიმის ვაქცინის მისაღებად არ სჭირდება"-, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების მოხსნაზეც გაამახვილეს ყურადღება, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შეზღუდვების მოხსნა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება. 

დღის გადაცემები