25.04.2024 | 08:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბორის ჯონსონი "კონსერვატიული პარტიის" ლიდერობისთვის არ იბრძოლებს

ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ არ აპირებს "კონსერვატიული პარტიის" ლიდერობას.

როგორც ის ამბობს, მივიდა დასკვნამდე, რომ "ეს უბრალოდ არ იქნებოდა სწორი", რადგან "ეფექტურ მართვას ვერ ახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში".

BBC-ის ცნობით, როგორც ჯონსონმა განაცხადა, მას 102 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის კი 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. "კონსერვატიულმა პარტიამ" თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს.

დღის გადაცემები