25.04.2024 | 02:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთი გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, არ მიაწოდონ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები

ლონდონში რუსეთის საელჩო გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, არ მიაწოდონ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, რადგან ასეთ ნაბიჯს "სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება" მთელი მსოფლიოსთვის.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სახელისუფლებო გამოცემა РИА Новости-ზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

"გვსურს, ლონდონში თანამდებობის პირებს შევახსენოთ - ასეთი სცენარის შემთხვევაში სწორედ მათ სინდისზე იქნება მორიგი ესკალაციის "სისხლიანი მოსავალი" ისევე, როგორც სამხედრო და პოლიტიკური შედეგები, ევროპის კონტინენტსა და მთელს მსოფლიოში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს პირადად სთხოვა მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი თავდაცვის მდივან ბენ უოლესს დაავალა, გაარკვიოს, რომელი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია ქვეყანას უკრაინისათვის.

დღის გადაცემები