24.04.2024 | 20:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის ელჩს უწყებაში დაიბარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის ელჩს უწყებაში დაიბარებს. ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია კონკრეტულად რასთან დაკავშირებით იბარებენ სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩს. თუმცა, შესაძლოა ბრიტანელი დიპლომატის ლავროვის უწყებაში დაბარება კრემლის იმ ბრალდებას უკავშირებოდეს, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტი "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენზე მომხდარი აფეთქებების უკან დგას.

დღის გადაცემები