25.04.2024 | 14:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"არ დაიშლება, არა" - ბორის ჯონსონს რუსეთის ფედერაციის დაშლის შესაძლებლობის არ სჯერა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ომში რუსეთის დამარცხება არ გამოიწვევს მის დაშლას. ამის შესახებ ჯონსონმა European Pravda-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ჯონსონის აზრით, დასავლეთი უპირველეს ყოვლისა დაინტერესებული უნდა იყოს უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერით.

"ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.  შეხედეთ გამოკითხვებს რუსეთში, ნახეთ, როგორ აკონტროლებს პუტინი მედიას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. მისთვის რთული იქნება რუსეთის მოსახლეობის დარწმუნება, რომ მისმა "სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ"  "განსაკუთრებულ წარმატებას" მიაღწია", - აცხადებს ჯონსონი. 

უკრაინის ომში წაგების შემთხვევაში რუსეთის დაშლის შესაძლებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ არ ფიქრობს, რომ ასე მოხდება. 

"არა, არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ვფიქრობ, რომ რუსეთი დიდი, ამაყი და ძველი ქვეყანაა. ამიტომ, მგონია, რომ არ დაიშლება. არ დაიშლება, არა", - აცხადებს ბორის ჯონსონი. 

ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთის მიზანი, ნატოს მიზანი, უკრაინის ყველა მეგობრის მიზანი მოსკოვში რაიმე კონკრეტული ცვლილებების მიღწევაა.

დღის გადაცემები