26.04.2024 | 00:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანდრეი კელინი: "დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოსკოვისა და ლონდონის ინტერესებში არ შედის"

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ფედერაციის ელჩის ანდრეი კელინის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოსკოვისა და ლონდონის ინტერესებში არ შედის. ამის შესახებ პროსამთავრობო რუსული მედია იტყობინება. 

"დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არის ყველაზე უკიდურესი ზომა... ახლა მეჩვენება, რომ ეს არც ლონდონის ინტერესებში შედის და არც ჩვენს ინტერესებში", - განაცხადა ელჩმა.

კელინმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2018 წელს სკრიპალის საქმის შემდეგ გაუარესდა, თუმცა საქმიანი, ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირები დარჩა მაინც დარჩა. 

შეგახსენებთ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. 

14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთს და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. 

დღის გადაცემები