01.05.2024 | 15:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დარღვევები საარჩევნო უბნებზე

,,ობიექტივის’’ გადამღებმა ჯგუფებმა, რომლებიც დილიდან სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ რამდენიმე დარღვევა გამოავლინეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს აგიტაცია კანონითაა აკრძალული 27-ე უბანზე იმყოფებოდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა სია და თავადვე გვითხრა, რომ აგიტატორია. მოქალაქეს არ დაუდასტურებია რომელ პარტიას წარმოადგენს.

 

 დედაქალაქის გარდა დარღვევბი გამოვლინდა რეგიონებშიც. სოციალურ ქსელში დილიდან გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანს როგორ გადაადგილდებიან  საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღით ნაციონალური მოძრაობის წევრი დიმიტრი შაშკინი და მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. ფაქტს მესამე სექტორი გამოეხმაურა. ამას გარდა, მედიამ ბოლნისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა პირები, რომლებიც სარგებლობენ დამკვირვებლების საბუთით, თუმცა არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, შესაბამისად უცნობია მათი რეალური მიზნები.

 

 დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი მარნეულში, 52-ე უბანზე. დამკვირვებლების განცხადებით, ჩხუბი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მხრიდან გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

 

 კიდევ ერთი დარღვევა გამოვლინდა  თბილისის 81 საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დაახლოებით 17 კაცი ერთ სამარშუტო ტაქსში დააფიქსირა. ამ ფაქტში გასაკვირია, რომ მოქალაქეები უბანზე ერთად შევიდნენ, ჩვენს კითხვებზე კი გაღიზიანდნენ და გვიპასუხეს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭრები არიან.

 

 მიმდინარე პროცესებს  მოუწესრიგებელი შეხვდა  საბურთალოს 19 საარჩევნო ოლქი. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, საარჩევნო ყუთი, რომელსაც ძირი ჰქონდა დაზიანებული. გამომდინარე იქიდან, რომ ბიულეტინების ჩაყრა ვერ ხერხდებოდა ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა 45 წუთით შეეზღუდა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ ჩვენს კითხვებს თავს აარიდა. ფაქტს "პატრიოტთა ალიანსის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გამოეხმაურა.

დღის გადაცემები