01.05.2024 | 12:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საია-ს დამკვირვებლებმა ამ დროისათვის 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს

მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ, თუმცა, ოთხ საარჩევნო უბანზე შესვლა შეეზღუდათ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს. მათივე ცნობით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“  და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არაერთი სახის დარღვევა. ასევე გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. სულხან სალაძის განმარტებით, ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას და წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებას.  საია-ს დამკვირვებლებმა ამ დროისათვის 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.

დღის გადაცემები