01.05.2024 | 07:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, დიალოგის მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, სწორედ  ოპოზიციის წევრებმა დაანონსეს  მორიგი შეხვედრა.

"მხარეთა მოთხოვნები ნამდვილად განსხვავებულია, ამიტომ ვიყავი და ვარ ფრთხილი მოლოდინებთან დაკავშირებით. ყველას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით მანძილზე გავატაროთ. ამის იმედი გვაქვს, თუმცა როგორც აღვნიშნე , ეს იქნება რთული და მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას,შესაძლოა გამომგონებელსაც,იმისთვის,რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ.
მზად ვარ იმდენი მოლაპარაკებათა რაუნდისთვის , რამდენიც საჭირო იქნება ვიდრე ვხედავთ,რომ პროგრესი არის და ვიდრე ვიგრძნობთ,რომ მივიწევთ წინ"- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

დღის გადაცემები