01.05.2024 | 09:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში დარღვევებია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში დარღვევებია. გახდება თუ არა უბნების 7%-ის ბათილად ცნობის საფუძველი დაუჯამებელი ოქმები ჯერ-ჯერობით უცნობია. ცესკოს საიტზე, იქ სადაც მოსახლეობა არჩევნების შედეგებს ეცნობა, ატვირთულია ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც კანონის დარღვევით არის შევსებული და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. უმეტეს შემთხვევებში, ოქმებში გადანაწილებული ხმების რაოდენობა, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას მკვეთრად აჭარბებს. იურისტების შეშფოთებას იწვევს კანონდარღვევა, რომელიც არა ცალკეული შემთხვევების სახით, არამედ მასშტაბურად არის გამოვლენილი.

 

ოქმების უზუსტობით შეშფოთებულია პარტია "ტრიბუნის" ლიდერი. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ისნის რაიონში  რამდენიმე უბანზე 0 ხმა აქვს, რაც  არარსებულია, რადგან ოლქში თითოეულ უბანში 2 დამკვირვებელი ჰყავდა, გარდა ამისა მისმა ოჯახის წევრებმაც ამავე უბნებზე გააკეთეს არჩევანი და ფიქრობს, რომ  არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოქმების უზუსტობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ."სექტორი 3" ის თავმჯომარის ქეთევან ჩაჩავას, განცხადებით შემაჯამებელი ოქმების გაცემის დროს, რიგი შეფერხებები შეინიშნებოდა.

 

დარღვევით შედგენილ ოქმებს გაეცნო პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, დაფიქსირებული ე.წ. ხარვეზები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველია და შესაბამისმა პირებმა პასუხიც უნდა აგონ.

დღის გადაცემები