24.04.2024 | 15:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ ტოკაევი ლიდერობს

ეგზიტპოლების მიხედვით, ყაზახეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ ტოკაევი ლიდერობს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება. 

ტოკაევს ხმა მისცა ამომრჩეველთა 82%-მა. ეგზიტპოლი ორგანიზაცია "ღია საზოგადოებამ" ჩაატარა.

არჩევნებში კიდევ 5 კანდიდატი მონაწილეობდა, მაგრამ მათ ძირითადად 2-3% მიიღეს. ამომრჩეველთა 5%-მა  "ყველას წინააღმდეგ" მისცა ხმა.

ამომრჩევლის აქტივობამ 68% შეადგინა. არჩევნები 20 ნოემბერს გაიმართა. ექსპერტთა უმრავლესობა თავიდანვე ტოკაევის გამარჯვებას პროგნოზირებდა.

დამკვირვებლები არჩევნებზე დარღვევების შესახებ საუბრობენ. ალმატში ერთი დამკვირვებელი დააკავეს და რამდენიმე საათი პოლიციაში გააჩერეს. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამკვირვებლებს ზოგიერთ უბანზე არ უშვებდნენ და მათ ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.

დღის გადაცემები