13.12.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის ლიდერებმა 2022 წლის ბოლო სამიტი დაასრულეს შეთანხმებით, რომ მომავალ წელს უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფენ, რუსეთს კი დამატებით სანქციებს დაუწესებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ევროკავშირი ერთგული რჩება, პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს უკრაინის ფინანსური დახმარება და მხარი დაუჭიროს მის მდგრადობასა და გრძელვადიან რეკონსტრუქციას. ამ კონტექსტში, ევროკავშირი დათანხმდა უკრაინისთვის 2023 წელს 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას", - აღნიშნულია სამიტის შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას პოლიტიკურად, ფინანსურად, სამხედრო და ჰუმანიტარულ სფეროში მანამ, სანამ ეს აუცილებელი იქნება, დაურღვეველია", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროკავშირის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესებაზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვდა. მანამდე, პოლონეთმა და ლიეტუვამ სამიტის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთავაზებულმა გამონაკლისებმა, შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს სასუქის ბიზნესში ჩართულ რუს ოლიგარქებს.

დღის გადაცემები