23.04.2024 | 17:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
POLITICO: "ევროკომისიამ სანქციების ახალ პაკეტში უარი თქვა რუსეთის ბირთვულ სექტორზე ან მის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების გეგმებზე"

ევროკომისიამ სანქციების ახალ პაკეტში უარი თქვა რუსეთის ბირთვულ სექტორზე ან მის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების გეგმებზე. ინფორმაციას გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკომისიამ თავდაპირველად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ შეეცდებოდა სანქციების დაწესებას რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორის წინააღმდეგ.

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს კომპანია Rosatom-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

გამოცემა POLITICO სანქციების ახალი პაკეტის პროექტს გაეცნო, თუმცა ახალი სანქციების არცერთი ნაწილი არ მოიცავს ბირთვულ სექტორს.

"სამწუხაროდ, ბირთვული სექტორი არ არის შეყვანილი ამ წინადადებაში", – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

დღის გადაცემები