26.04.2024 | 06:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსანდერ შალენბერგი: "გვსურს სანქციები, რომელიც დაარტყამს რუსეთს და ჩვენ არ დაგვიბრუნდება ბუმერანგივით, საკვანძო სიტყვაა - გაზი. ჩვენ უარი ვთქვით ამ მიმართულებით სანქციებზე, რადგან ეს უფრო მეტად უარყოფითად ჩვენზე აისახებოდა"

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, ბრიუსელში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, რომ მათ სურთ სანქციები, რომელიც დააზიანებს რუსეთს და მათ არ დაუბრუნდებათ ბუმერანგივით. მისი თქმით, მათ უარი თქვეს გაზთან დაკავშირებულ სანქციებზე.

"დღეს, საუბარია არა სანქციების მორიგი პაკეტის შემუშავებაზე, არამედ ამჟამინდელ პაკეტში არსებული სიცარიელეების შევსებაზე. ავსტრიას ყოველთვის ჰქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, რომ გვსურს სანქციები, რომელიც დაარტყამს რუსეთს და ჩვენ არ დაგვიბრუნდება ბუმერანგივით. საკვანძო სიტყვაა - გაზი. ჩვენ მკაფიოდ დავდექით სხვა სახელმწიფოებთან ერთად და უარი ვთქვით ამ მიმართულებით სანქციებზე, რადგან ეს უფრო მეტად უარყოფითად ჩვენზე აისახებოდა. უნდა ვიყოთ რეალისტები, თუნდაც ეს ჩვენთვის ემოციურ დონეზე არაკომფორტული იყოს", - განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.

დღის გადაცემები