20.04.2024 | 05:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე - საქართველო არ და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი, ეს არის გამორიცხული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო არ და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, შემოვიდა თუ არა ფოთის პორტში რუსული ტვირთი და არის თუ არა ეს რუსეთისთვის დახმარება, რომ სანქციებს გვერდი აუაროს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მსგავსი ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" და მის მიერ მართული არხების პროპაგანდაა.

"არაერთხელ მოვისმინეთ ოპოზიციისა და ოპოზიციის მიერ მართული არხების მხრიდან ასეთი დეზინფორმაცია და ცილისმწამებლური განცხადებები. მესმის, რომ თქვენ საქართველოს რეპუტაცია არ გაღელვებთ, უფრო მეტად თქვენი ვიწროპარტიული ინტერესები, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საკითხი გაირკვა. ცხადია, რომ საქართველო არ და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი, ეს არის გამორიცხული. საქართველო დგას იქ, სადაც დგას მთელი დასავლური თანამეგობრობა. "ნაციონალური მოძრაობის", მის მიერ მართული არხების პროპაგანდა, თითქოს ყოველკვირა რაღაც ტვირთი შემოდის და სანქციების რეჟიმი ირღვევა, ეს არის სიცრუე. რეალურად, ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი",-განაცხადა თალაკვაძემ.

დღის გადაცემები