19.04.2024 | 16:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Bloomberg - პლანეტის თითქმის ყველა რეგიონი შესაძლოა, დიზელის საწვავის დეფიციტის წინაშე დადგეს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პლანეტის თითქმის ყველა რეგიონი, შესაძლოა დიზელის საწვავის დეფიციტის წინაშე დადგეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს და აღნიშნავს, რომ დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხებამ თითქმის ყველა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ინფლაცია გაამწვავა და ეკონომიკური ზრდა შეანელა. 

ნიუ-იორკში დიზელის ფასები გასული წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა. 

როგორც მასალაშია აღნიშნული, დეფიციტის ზრდაზე გავლენა მოახდინა ნედლი ნავთობის შეზღუდულმა მარაგმა, კორონავირუსის პანდემიის შედეგებმა. 

"სიტუაცია შეიძლება ბევრად უფრო დრამატული გახდეს, თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან მიწოდებაზე. ევროპა უფრო მეტადაა დამოკიდებული დიზელის საწვავზე, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა რეგიონში", - წერს გამოცემა.

დღის გადაცემები