25.04.2024 | 05:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - "გერმანიას სურს, რომ მისი ურთიერთობები რუსეთთან რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს ომის გამო, ამიტომ აჭიანურებს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას"

გერმანიას სურს, რომ მისი ურთიერთობები რუსეთთან რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს ომის გამო, ამიტომ აჭიანურებს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პოლონეთის მოსაზრება მკვეთრად არის დაშორებული გერმანიის ხელისუფლების შეხედულებებს მნიშვნელოვან საკითხებში. კერძოდ, ვარშავა დარწმუნებულია, რომ უკრაინა არის თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი და საჭიროა მისთვის მეტი დახმარების გაწევა რუსულ აგრესიასთან ბრძოლის პროცესში.

"პოლონეთი არ იშურებს ძალისხმევას და რესურსს ამ დახმარებისთვის. იმავდროულად, გერმანიის მხარდაჭერის მასშტაბები და ტემპი უკრაინისადმი მიზანმიმართული შეფერხების ნიშნებს აჩვენებს, თითქოს განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ ომის შედეგის მიუხედავად, გერმანია-რუსეთის ურთიერთობები რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალებულიყო" - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის გადაცემები