26.04.2024 | 21:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მორავეცკი: "თუ გერმანია უკრაინას "ლეოპარდებს" არ გადასცემს, მაშინ ვარშავა მცირე კოალიციას შექმნის, რომელიც უკრაინას ტანკებით უზრუნველყოფს"

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ გერმანია უკრაინას "ლეოპარდებს" არ გადასცემს, მაშინ ვარშავა მცირე კოალიციას შექმნის, რომელიც უკრაინას ტანკებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა  მატეუშ მორავეცკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. 

მორავეცკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის მთავრობის პოზიცია.

"გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის აგრესიის გამო ყოველდღე იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. რუსული ბომბები აცარიელებს უკრაინულ ქალაქებს. დარტყმები ხორციელდება სამოქალაქო ობიექტებზე, იღუპებიან ქალები და ბავშვები", - განაცხადა მორავეცკიმ.

დღის გადაცემები