01.05.2024 | 14:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანჯეი დუდა: "პოლონეთში უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა"

"პშევოდუვეში 15 ნოემბერს საღამოს უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა". ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

"არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთს ვინმე განზრახ თავს დაესხა. ბევრი რამე მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა იყო, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა,“ - განაცხადა დუდამ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "პოლონეთში რაკეტა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მუშაობის შედეგად ჩამოვარდა". ამის შესახებ ბაიდენმა ინფორმაცია "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებს მიაწოდა.

პოლონეთში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რაკეტა 15 ნოემბერს ჩავარდა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა განაცხადა, რომ რაკეტა მისი არ იყო. 15 ნოემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს. 

დღის გადაცემები