16.04.2024 | 11:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პოლონეთის მთავრობა ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებს

პოლონეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იმ 40 ზლოტზეა (დაახლოებით 26 ლარი), რომელსაც მთავრობა ყოველდღიურად იმ ადგილობრივებს უხდის, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარეს. თანხა ერთ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და მასპინძლისთვის სტუმრის განთავსებისა და კვების საფასური უნდა აანაზღაუროს.

პოლონეთის მთავრობაში დარწმუნებულები არიან, რომ ბევრ ლტოლვილს შეუძლია გახდეს დამოუკიდებელი და ადაპტაცია გაიაროს.

ახალი რეგულაციები ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა, თუმცა იქნება გამონაკლისები - შშმ პირებისთვის, ორსულებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების პაკეტი გაფართოვდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისა და პოლონეთის საზღვარი 3,6 მილიონამდე ლტოლვილებმა გადაკვეთა.

დღის გადაცემები