13.12.2024 | 05:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს დაბინძურებული და უხარისხო მედიკამენტებისგან ბავშვების დაცვისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს დაბინძურებული და უხარისხო მედიკამენტებისგან ბავშვების დაცვისკენ დაუყოვნებლივ მოუწოდებს. ორგანიზაციის მტკიცებით, გასული წლის განმავლობაში მხოლოდ ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტს ასობით ბავშვი ემსხვერპლა.

ამასთან, 2022 წელს გამბიაში, ინდონეზიასა და უზბეკეთში 300-ზე მეტი ბავშვი მედიკამენტების მიღებით გამოწვეული თირკმლის პრობლემებით დაიღუპა.

ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია მსოფლიოში მედიკამენტების ხარისხი მკაცრად კონტროლდებოდეს, რათა ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხე აღარ შეექმნას.

დღის გადაცემები