13.12.2024 | 05:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Rzeczpospolita: "პოლონეთის პროკურატურა არ ეთანხმება რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტების მონაწილეობას"

პოლონეთის პროკურატურა უარს ამბობს, სოფელ პრჟევოდოვში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის გამოძიებაში მონაწილეობა უკრაინელმა ექსპერტებმაც მიიღონ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა Rzeczpospolita წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ასეთი სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს და ეს ეწინააღმდეგება პროცედურას, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოძიების ინტერესებზე. გამოძიების ფარგლებში, განიხილება ყველა შესაძლო ვერსია, მათ შორის ისიც, რომ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ეკუთვნის", - განაცხადეს წყაროებმა.

წყაროები ასევე უარყოფენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ 18 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე უკრაინელი ექსპერტები მივიდნენ და იქ მუშაობა დაიწყეს და აღნიშნავენ, რომ უკრაინელი ექსპერტები პრჟევოდოვში ჩავიდნენ და შემთხვევის ადგილი ნახეს, თუმცა საგამოძიებო სამუშაოები არ დაუწყიათ.

დღის გადაცემები