27.04.2024 | 05:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში არამეგობრული ქვეყნების მხრიდან უთანხმოების შექმნის ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში არამეგობრული ქვეყნების მხრიდან უთანხმოების შექმნის ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის შსს-ის პრესცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, მოსკოვში სომხეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

"ვლადიმერ კოლოკოლცევმა რწმენა გამოთქვა, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში არამეგობრული ქვეყნების მხრიდან უთანხმოების შექმნის ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება და ორივე ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, რუსეთისა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა სისტემატურად განვითარდება", - ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებაში.

კოლოკოლცევის თქმითვე, რუსეთის წინააღმდეგ "კოლექტიური დასავლეთის" ჰიბრიდული კონფრონტაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსოფობიური განწყობების გაღვივებაა.

დღის გადაცემები