27.04.2024 | 09:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფაშინიანი: "სომხეთი აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე პასუხს ელოდება"

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გაუგზავნა და ამჟამად პასუხს ელოდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას "არმენპრესი" ავრცელებს. 

"სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ საკუთარი წინადადებები გაუგზავნა. მზად ვართ ამ სახით ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ. იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანის პასუხი დადებითი იქნება", - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე.

ასევე ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს და იქიდან ჯარი გაიყვანოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაშინიანის თქმით, რუსეთის სამშვიდობო ძალები ლაჩინის დერეფნის კონტროლის შესახებ ვალდებულებებს არ ასრულებენ. 

დღის გადაცემები