18.04.2024 | 14:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ოპოზიციამ გადაკეტა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და შეძლო მთავარი ქუჩების პარალიზება. ყველაზე დაძაბული ვითარება მაშტოცის გამზირზე იყო სადაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ამ დროისთვის დაკავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი. ოპოზიციას მათი ზუსტი რიცხვის დასახელება უჭირს. იშხან საღათელიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში პოლიცია ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დაკავებულთა შორის არის რამდენიმე დეპუტატიც. დაკავებულთა უფლებებს სომხეთის სახალხო დამცველის ოფისი იცავს. განცხადება გაავრცელა ომბუდსმენმაც. თვეზე მეტია უკვე სომხეთის ოპოზიცია მთავრობის გადადგომს მოითხოვს. დემონსტრანტები ყარაბაღის ომში სომხეთის მარცხის მიზეზად, ნიკოლ პაშინიანის გადაწყვეტილებებს და პოლიტიკას მიიჩნევენ.

დღის გადაცემები