23.04.2024 | 00:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალეკო ელისაშვილი: "44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ომის დანაშაულებს გამოიძიებდა? უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს"

44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულებს გამოიძიებდა? - ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია, მითუმეტეს, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ამ კონტექსტში ელისაშვილმა აღნიშნა, "ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ადეიშვილის რეპუტაცია ნამდვილად არ არის საამაყო".

"სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება და დრო და დრო უკრაინის ხელისუფლებაც მცდარ ნაბიჯებს დგამენ. ძალიან მწყდება გული, რომ მაშინ როცა საქართველო და უკრაინა მტრის წინააღმდეგ გაერთიანებული უნდა იყვნენ, ამ დროს ამ ბრძოლაში მხარდამხარ არ დგანან. ძირითადად, პროცესს თავისი მოუზომავი განცხადებებით "ქართული ოცნება" აზიანებს, ხანდახან თავისი განცხადებებით და ქმედებებით უკრაინის ხელისუფლება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინისა და გენერალური პროკურორის მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით, ევროპის საბჭოს სტუმრობდა, სადაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრაზე ის ერთობლივი ქმედებები განიხილეს, რომლებიც საჭირო აგრესორის დაუსჯელობის დასასრულებლად.

დღის გადაცემები