24.04.2024 | 14:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტზე - ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც მუშაობა უნდა, დარჩეს

ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც მუშაობა უნდა, დარჩეს, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გადაწყვეტილებას ბოიკოტის თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსვლის დღიდან საკანონმდებლო ორგანოდან გასვლაზე საუბრობს.

"ვინ უშლით ხელს?! რაც შემოვიდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, იმის მერე იძახიან გავდივართო, არ არის ეს სერიოზული. სათამაშოდ ხომ არ ვართ შეკრებილნი, ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე უნდა ვმსჯელობდეთ, ამის ნაცვლად "გავალ- შემოვალ, გავალ- შემოვალ". ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რადიატორზე ჯაჭვით მიბმული ხომ არ არიან?! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, ვისაც დარჩენა უნდა და მუშაობა, დარჩეს და იმუშაოს.

თავდაცვის კოდექსია შემოსული, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი რა უნდა იყოს? ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის ბოიკოტობანა?! ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ვეტერანთა კოდექსი, რომლის ინიციატორიც მეც ვართ, ვეტერანთა კოდექსი სჭირდება ქვეყანას, არის სხვა საკითხებიც, სახალხო დამცველი გვყავს ასარჩევი, 12 რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ევროკავშირის ნაწილი ვიქნებით თუ არა და ბოიკოტობანა აზიანებს ყველაფერს", - განაცხადა ელისაშვილმა.

დღის გადაცემები