20.04.2024 | 03:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე: "რა კანონიც მიიღო უკრაინამ, იმ კრიტერიუმებით ამ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს მინიმუმ 4 ოლიგარქი - ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი"

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ეს მოთხოვნა სამივე ქვეყანასთან მიმართებით დევს, ევროკომისიის დოკუმენტში საერთოდ არ წერია ივანიშვილზე. რა კანონიც მიიღო უკრაინამ, იმ კრიტერიუმებით ამ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს მინიმუმ 4 ოლიგარქი, თუ ეს კანონი ზუსტად იმ სახით იქნება მიღებული. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ გამოთქვა დღეს შიშები და მერყევი პოზიცია, რამდენად საჭიროა ასეთი კანონის მიღება. ოპოზიციიდან 4 ოლიგარქი გვეყოლება, ოთხივე გვარი თქვა პარტიის თავმჯდომარემ - ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ეს გვარები ითქვა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დასამტკიცებელი თუ ვინმედ რამე ექნება, აქ ჩამოთვლილ გვარებს ექნებათ," - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის გადაცემები