26.04.2024 | 22:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე: "კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ - ამას სჭირდება ძალიან სერიოზულად განხილვა და განვიხილავთ"

კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი სერიოზულ განხილვას საჭიროებს.

"რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არის ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობები, პარტნიორობა. ამას სჭირდება ძალიან სერიოზულად განხილვა. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ, რა საკვირველია, არ არის ეს მარტივი თემა და არ არის ეს მით უმეტეს სახუმარო და საქილიკო, როგორც უკვე ვნახეთ რადიკალური ოპოზიცია ცინიკურად გამოეხმაურა არაერთ შემთხვევაში", - განაცხადა თალაკვაძემ "რუსთავი2"-თან.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

დღის გადაცემები