13.12.2024 | 05:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, დღის 12 საათზე დაინიშნა. კანონმდებლობით, პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ათი დღის განმავლობაში იმართება. ​ცესკო-მ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამოაქვეყნა და ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე საპარლამენტო მანდატები გადაანაწილა. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე კი სხდომას, უხუცესი წევრი გაუძღვება.

დღის გადაცემები