13.12.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 ჯამში 292 პაციენტმა დაამარცხა

გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 ჯამში 292 პაციენტმა დაამარცხა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 7159-ია. წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალაქში. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის ეპიდ ვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მარინა ენდელაძე მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტორს მიერ გაცემული რეკომედაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

 აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევებს აჭარბებს. ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში შავიზღვისპირეთში კოვიდ-19ით ინფიცირებული 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის კოვიდ ცენტრში ამჟამად 550 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. შავიზღვისპირეთში დასნებოვნებულთა უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, რის გამოც 1000-მდე პირი ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას.

დღის გადაცემები