25.04.2024 | 08:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გია მურღულია: "ვისაც ქართული საგალობლები არ მოუსმენია, ის, რამდენიმე სხვა შემთხვევასთან ერთად, ძნელად თუ გაიგებს, რა შეუძლია მთელ ერს"

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში "სიქსტის კაპელაში" სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროპასა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ იქმნება ბგერისგან სიყვარულიც და ღირსებაც.

"გოეთეს სიტყვებია:
"ვისაც სიქსტეს კაპელა არ უნახავს, ის ვერასდროს გაიგებს, რის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს".
მართალია! – და მიქელანჯელომ ეს დაიმსახურა.
კიდევ ერთი რამ არის მართალი:
ვისაც ქართული საგალობლები არ მოუსმენია, ის, რამდენიმე სხვა შემთხვევასთან ერთად, ძნელად თუ გაიგებს, რა შეუძლია მთელ ერს.
გუშინ საქართველომ ევროპასა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, როგორ იქმნება ბგერისგან სიყვარულიც და ღირსებაც.
ამ დღეს სიქსტეს კაპელაში ერთდროულად მღეროდა ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი.
ამ სიტყვებში პათეტიკის მისხალსაც კი არ ვგულისხმობ – ეს გონიერი, რაციონალური, იმედიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული საქართველოს ფიქრი და განწყობაა.
ჯერ საკუთარ თავში იმარჯვებ და შემდეგ – მის გარეთ!"
დღის გადაცემები