23.04.2024 | 10:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ექიმი გელათის მონასტერში დაშავებულ არქიმანდრიტზე - სხეულის 44% დამწვარი აქვს, მდგომარეობა კრიტიკულია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში

ექიმ ირმა მესხის განცხადებით, გელათის მონასტერში, ხანძრის შედეგად დაშავებული ტაძრის წინამძღვრის, იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ექიმის ცნობით, არქიმანდრიტს სხეულის 44% დამწვარი აქვს.

დაშავებული მამაო, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"შემოყვანილია ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დამწვრობითი შოკი, დამწვრობითი დაავადება, 44% საერთო ფართობი, ღრმა აქედან 30%, მდგომარეობა კრიტიკული, მიმდინარეობს მკურნალობა. ჯერჯერობით მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე", - აცხადებს ექიმი ირმა მესხი.

"როგორც ჩვენ ვიცით თვითმხილველი მამაო დავითისგან, ღამის 2 საათზე გამოვიდა გარეთ და მამო უკვე გამოსული იყო მინდორში ცეცხლწაკიდებული. ის იყო შესული გვერდით კელიაში სხვა მლოცველის გადასარჩენად. ხანძარი ან დენმა ან კიდევ ბუხრიდან ნაპერწკალმა გამოიწვია", - აცხადებს დაშავებული არქიმანდრიტის ახლობელი.

დღის გადაცემები